ჰარდენი და დევისი: კიდევ ორი მონსტრი ოლიმპიადაზე

ამერიკას ასეთი ტემპებით, ვარსკვლავებში სელექციის ჩატარება მოუწევს. 

ამერიკის ნაკრები შემდეგ ოლიმპიადაზე იქნება მონსტრების კორპორაცია. მსოფლიოს ჩემპიონატზე ცუდი, მძიმე კალათბურთის შემდეგ, ამერიკამ დაუძახა პატრიოტიზმს და ვარსკვლავები მზად არის დროშის, ქვეყნის დასაცავად.

ჯეიმს ჰარდენს ჰიუსტონში ჟურნალისტენთან სავალდებულო შეხვედრა ჰქონდა. და მეგაშემტევმა საუბრის ბოლოს აღნიშნა, თუ ნაკრები დამიძახებს, სიამოვნებით მივიღებ ამ გამოწვევას და ვითამაშებ ოლიმპიადაზე. ჰარდენს ამ სეზონში სერიოზული ტესტი აქვს - კალათბურთში ჯეიმსის და რას უესთბრუქის წყვილი დაბრუნდა.

ამერიკა კიდევ ერთი მონსტრს მიიღებს.

„პოპ, მე მზად ვარ, დამიძახე“, - დაატვიტერა ლეიკერსის მძიმე ფორვარდმა ენტონი დევისმა. კალიფორნიელებმა გახსნეს ბანაკი და დევისი იდეალურ ფორმაშია. ლებრონთან ერთად დიდი ბიჭი წელს ჩემპიონობისთვის იომებს და პროცესში, უნდა გაძლოს ბრძოლაში ლოს ანჯელესისთვის.

ამერიკას ასეთი ტემპებით, ვარსკვლავებში სელექციის ჩატარება მოუწევს. ყველა ვერ ითამაშებს. ყველამ არც უნდა ითამაშოს.

თუ ეს ნაკრები ამ შემადგენლობით ჩავა ოლიმპიადაზე, ამერიკას ეგრევე ფინალი უნდა ათამაშონ.

მონსტრები მოდიან. თავი დახარეთ.