დიდი მატჩი: უელსმა ავსტრალია გატეხა

გრანდების ჯახი მაინც სხვაა. მაგარი თამაში ვნახეთ რაგბის მსოფლიო თასზე: უელსმა ოთხი ქულით მოუგო ავსტრალიას - 29:25. 

მართალია, ვოლაბებმა უფრო მეტი ლელო დადეს (3:2), მაგრამ ბრიტანელებმა იმარჯვეს.

 

უელსმა ორივე ლელო პირველ ტაიმში დადო და შესვენებაზე 15-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა. სხვაობა ნელ-ნელა მცირდებოდა. 20 წუთი რჩებოდა, როცა ავსტრალიელმა ჰუპერმა დაალელოვა და დრო საკმაოდ იყო, მაგრამ მორჩა, ბრიტანელებმა ბევრის საშუალება აღარ მისცეს მეტოქეს.

 

ამავე ჯგუფია საქართველოც, რომელმაც ურუგვაის 33:7 მოუგო. მომდევნო შეხვედრა ბორჯღალოსნებს ფიჯისთან ელით 3 ოქტომბერს.