გიოტცეს ინგლისში იწვევენ

დორტმუნდის დატოვება წესით თავად ფეხბურთელსაც უნდა სურდეს

მარიო გიოტცემ კარიერა შესაძლოა პრემიერლიგაში გააგრძელოს. ბრიტანული პრესის ცნობით, გერმანელი შემტევის დამატება ევერტონს სურს. გიოტცეს დორტმუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ლივერპულელებიც სწორედ მაშინ შეეცდებიან 27 წლის ფეხბურთელის გადაბირებას.

 

აღსანიშნავია, რომ გუნდის გამოცვლა წესით თავად ფეხბურთელსაც უნდა აწყობდეს. ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში მარიომ მოედანზე მხოლოდ 98 წუთი გაატარა და 1 გოლიც გაიტანა.

 

ევერტონს პრემიერლიგაში 7 ქულა აქვს და მე-15 ადგილზეა. უახლოეს მატჩს კანფეტები ბარნლის ესტუმრებიან.