ჯორჯინამ ახსნა კრიშტიანუზე რატომ არ არის დაქორწინებული

კრიშტიანუ მიყვარს, მასზე ვზრუნავ და ვეთაყვანები.

ჯორჯინა როდრიგესის თქმით, მას ძალიან სურს კრიშტიანუ რონალდუს ცოლი გახდეს, თუმცა წყვილს ახლა ამისთვის დრო არ აქვს, რადგან ცხოვრებაში სხვა საინტერესო გეგმები აქვთ და 4 შვილის განათლებას დიდ დროს უთმობენ

 

„ჩემი ოცნებაც ეს იყო, რომ ქმართან და შვილებთან ერთად ბედნიერი ქალი ვყოფილიყავი. ვფიქრობ, რომ ეს უკვე მაქვს.

 

მყავს ულამაზესი შვილები; კაცი, რომელსაც ვუყვარვარ და ჩემზე ზრუნავს. კრიშტიანუ მიყვარს, მასზე ვზრუნავ და ვეთაყვანები. ის ძალიან კარგი ადამიანია და ბედნიერი ვარ რომ ცხოვრება დავუკავშირე.

 

ქორწინებაზე ამჟამად არ ვფიქრობთ, რადგან ცხოვრებაში ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს. 4 შვილი გვყავს და მათ განათლებაზე ვართ კონცენტრირებულნი “

 

არსებობს ჭორები, რომ ჯორჯინა ორსულადაა. მან ამ კითხვას ხუმრობით უპასუხა

 

„შესაძლოა სპილოს ველოდები, რადგან საოცარ მადაზე ვარ“