ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში რეკორდი დაამყარა

პოლონელი შეუჩერებელია 

მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა გერმანიის ჩემპიონატში. ერთერთ მათგანში მიუნხენის ბაიერნი პადერბონს ესტუმრა და 3:2 დაამარცხა.

 

კოვაჩის გუნდის მორიგ გამარჯვებაში თავისი წვლილი რობერტ ლევანდოვსკიმაც შეიტანა, რომელმაც 79-ე წუთზე გაიტანა. ამ გოლით პოლონელი ფორვარდი რეკორდის ავტორი გახდა. საქმე იმაშია, რომ ბუნდესლიგის საწყის 6 ტურში ლევანდოვსკიმ 10-ჯერ შეაგდო, მსგავსი შედეგი გერმანიის ჩემპიონატში აქამდე არავის დაუფიქსირებია.

 

6 მატჩში 9 გოლით რეკორდის ავტორები აქამდე იუპ ჰაინკესი, გერდ მიულერი, პიტერ მეიერი და ლოთარ ემერიხი იყვნენ. რაც შეეხება ბაიერნს, მიუნხენელებს 14 ქულა აქვთ და ცხრილის სათავეში არიან.