56:0 ფეხბურთში... (+VIDEO)

56:0 – ამ ანგარიშით დასრულდა მატჩი ბრაზილიაში, რიოს შტატის ქალთა ჩემპიონატში. ფლამენგომ გაანადგურა გრემინიო.

ფლამენგოს Twitter-ზე დაიწერა, რომ ეს ყველაზე დიდი ანგარიშია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, თუმცა არაოფიციალურ შეხვედრებს თუ ავიღებთ, 2002 წლის 31 ოქტომბერს მადაგასკარში დაფიქსირებულა... 149:0! ადემამ მოუგო ელმირნს, ოღონდ ელმირნის „ფეხბურთელები“ სპეციალურად უშვებდნენ გოლებს – მსაჯს უცხადებდნენ პროტესტს.

 

სანაკრებო ფეხბურთში კი რეკორდი ავსტრალიას ეკუთვნის, რომელმაც 2002 წელს ამერიკის სამოას 31:0 სძლია.