ჟოზე მოურინიოს გეგმებში იტალია არ შედის

მოურინიო ისევ კითხვის ნიშნებს ტოვებს

პორტუგალიელმა სპეციალისტმა მილანის ინტერში 3 შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, განსაკუთრებით 2010 წელს, როდესაც ინტერმა მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამის მიუხედავად 56 წლის მოურინიო მის მომავალს იტალიის სერია ა-ს არ უკავშირებს.

'ჩემი მომავალი? არამგონია ეს იტალია იყოს, ინტერი ჩემი სახლია ჩემი ოჯახია, გუნდის პრეზიდენტი მორატი ჩემი მეგობარია, იქ გატარებული პერიოდი უბრალოდ ფანტასტიკაა. ინტერი არასდროს დამიტოვებია, ის სულ ჩემს გულშია.'' მოურინიოს სეზონის წინ სწორედ მილანის ინტერს უკავშირებდნენ, თუმცა მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გახდა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში შესანიშნავი სტარტი აიღო და 6 შეხვედრიდან, მაქსიმალური 18 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის სათავეშიც არის. რაც შეეხება ჟოზე მოურინიოს მისი მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, ბოლო მატჩი მან მწვრთნელის რანგში 2018 წლის 18 დეკემბერს ჩაატარა.