პოგბას გრანდიოუზლი მოთხოვნა...

როგორც ჩანს ფრანგი მანჩესტერს ცდის

პოლ პოგბამ მანჩსტერს წელიწადში 30 მილიონი გირვანქა მოთხოვა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნახევარმცმველს ხელფასის გაორმაგება უნდა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს პოგბას მომავალი აქტიურად უკავშირდებოდა მადრიდის რეალს და საქმე ტრანსფერის გაოფიციალურებამდეც უნდა მისულიყო, მაგრამ  26 წლის ფეხბურთელი ძალით თუ ძალაუნებურად წითელ ეშმაკებში შემორჩა ახლა კი სერიოზულ ულტიმატუმსაც აყენებს. ფეხბურთელის ხელფასი ამჟამად კვირაში 300 ათასი გირვანქაა, პოგბა კი კვირაში 600 ათას ითხოვს. რეალის გარდა პოგბაზე თვალი იუვენეტუსსაც უდგას და იმ შემთხვევაში თუ ფრანგის თამამ მოთხოვნას იუნატიედი ვერ დააკმაყოფილებს, მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს ზამთრიდან ახალი გუნდის მაისურით ვიხილავთ.