კიტეიშვილი ავსტრიაში გამოარჩიეს

ქართველ შემტევს გარჯა დაუფასდა

საქართველოს ნაკრების და გრაცის შტურმის ნახევარმცველი,  ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის მე-9 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან გრაცელებმა ადმირასთან 4:1 მოიგეს, ჩვენებურმა კი გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

 

აღსანიშნავია, რომ კიტეიშვილი შესანიშნავ ფორმაშია და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ავსტრიის ჩემპიონატში 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.