ჩაკვეტაძე იტალიურ გუნდს სურს

ჩემპიონთა ლიგის პერსპექტივით

უცხოური მედიის ინფორმაციით, გიორგი ჩკვეტაძით ნაპოლია დაინტერესებული. ცნობილია, რომ ანჩელოტის გუნდი ქართველ შემტევს ხოსე კალეხონის შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც სავარაუდოდ მალე გუნდს დატოვებს. ამ თემაზე გენტის მესვეურების პოზიცია უცნობია.

 

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი ტრავმირებული იყო და ვარჯიში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. გეტყვით იმასაც, რომ ამ სეზონში მას ერთი მატჩიც არ უთამაშია. ცნობისთვის, გიორგის სახელს ნაპოლის გარდა სხვადასხვა დროს რომას, ტოტენჰემს, გლადბახს, დორტმუნდს და ზენიტსაც უკავშირებდნენ.