რამოსს დისკვალიფიკაცია ემუქრება

ესპანელმა მცველმა შესაძლოა 4-დან 12 მატჩამდე გამოტოვოს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ შესაძლოა სერხიო რამოსი დისკვალიფიკაციით დასაჯოს. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელს მადრიდის ატლეტიკომ უჩივლა. როხიბლანკოს მესვეურთა თქმით, რამოსმა მათ ფეხბურთელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

სამეფო გუნდის ლიდერს მსაჯისთვის სიტყვიერი შურაცხყოფაც ბრალდება. იმ შემთხვევაში თუ მეოთხე ნომერს დამნაშავედ ცნობენ, იგი ლა ლიგაში 4-დან 12 მატჩამდე გამოტოვებს. აღნიშნულ საკითხზე რეალის ხელმძღვანელთა პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

 

ამ სეზონში რამოსმა 7 შეხვედრა ჩაატარა, რაც შეეხება ზიდანის გუნდს, მადრიდელებს ლა ლიგაში 15 ქულა აქვთ და ცხრილის სათავეში არიან.