ფრენკ რიბერი: წლები ვერაფერს მაკლებს

როცა ფიორენტინაში გადმოვედი, თამაშს მოწყურებული ვიყავი. 

სერია ა-ს მეექვსე ტურში, ფიორენტინა მილანს ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი ფრენკ რიბერიმაც შეიტანა, რომელმაც მეტოქის კარი აიღო. მატჩის შემდეგ მედიასთან სწორედ ფრანგმა შემტევმა ისაუბრა.

 

„მართალია ფეხბურთელის კვალობაზე ასაკში ვარ, თუმცა წლები ვერაფერს მაკლებს და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. როცა ფიორენტინაში გადმოვედი, თამაშს მოწყურებული ვიყავი. ფლორენციაში ჩამოვედი, რომ გუნდს დავეხმარო. წინ კიდევ დიდი სამუშაო გველის იმისთვის, რათა პროგრესის გზაზე განვაგრძოთ,“-თქვა ფრანგმა.

 

შეგახსენებთ, რომ რიბერი ფიორენტინას თავისუფალი აგენტის სტატუსით წელს ზაფხულში შეუერთდა. სერია ა-ში მან 6 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.