ლებრონი არ დაიტვირთება

ლეიკერსი 5 ოქტომბერს წინასაზეზონო ჩეხვაში გოლდენ სტეიტს დაელაპარაკება.

ლეიკერსი სეზონის დაწყებამდე მინიმალურად დატვირთავს ლებრონ ჯეიმსს. გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრენკ ვოგელი ლებრონს მაქსიმალურად რეგულარულის მეორე ნახევრიდან დაამძიმებს. როდესაც ლეიკერსი საფლეიფო კონდიციებში უნდა შევიდეს.

ფრენკ ვოგელი: „ლებრონი ტესტებში ცოტას ითამაშებს. ლეიკერსი საინტერესო სეზონისთვის ემზადება და ჩვენი სურვილია, რომ ლიდერები დასვენებულები გვყავდეს. ლებრონმა უნდა გაიცნოს ახალი თანაგუნდელები, გააცნოს მათ საკუთარი თამაშის სტილი. ვიცი, რომ ჯეიმსი უპრობლემოდ დაალაგებს ურთიერთობას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.“

ლებრონი სეზონს ტრავმირებული კაილ კუზმას გარეშე დაიწყებს. და ლებრონი მზად არის ნებისმიერი გამოწვევისთის. ლებრონი წელს ჯეკპოტზე მიდის.

ჯეიმსი შარშან ტრავმირებული იყო. ჯეიმსმა შარშან ფლეი ოფის გარეშე დახურა სეზონი. ჯეიმსი ამ სეზონში ახალი ჰალკით - ენტონი დევისით მიანგრევს ლიგას. და დევისიც ბასრი, დასვენებული, მოტივირებული იქნება.

ლეიკერსი 5 ოქტომბერს წინასაზეზონო ჩეხვაში გოლდენ სტეიტს დაელაპარაკება.

რეგულარულში ლებრონის მანქანა 22 ოქტომბერს კლიპერსისთვის დაიქოქება. ლებრონის პილორამა მზად არის. მალე სისხლის წვიმა დაიწყება.