ცსკა თუ რეალი?

რეალში მეტი ვარსკვლავია.

ევროლიგაზე წელს ოთხი გუნდი იხმაურებს.

ბარსელონა, რომელიც კორი ჰიგინსით, ნიკოლა მიროტიჩით და კიდევ რამდენიმე სერიული მკვლელით გაძლიერდა. ბარსელონას გარკვეული დრო შეთამაშებისთვის დასჭირდება. და შემდეგ - ბარსელონა შეუჩერებელი უნდა გახდეს.

ფენერბახჩე - რომელმაც ცსკა-დან ნანდო დე კოლო დაირტყა. და გუნდი არ დახრის თავს. გუნდი ფრანგ პროფესორთან ერთად უფრო ღრმა, საინტერესო, ელეგანტური იქნება.

და, მაინც, რეალი და ცსკა ყველაზე რეალური ფავორიტები არიან.

რეალს ყველაზე ღრმა შემადგენლობა ჰყავს. ორი თანაბარი ხუთეული და არგენტინული დინამიტი (კამპაცო, ლაპროვიტოლა) უკანა ხაზში. ტრავმის გარეშე და ახალი მოტივაციით იწყებს სეზონს სერხიო ლული.

ცსკამ სეზონი ვითიბი ლიგაზე ენისეისთან მოულოდნელი წაგებით გახსნა. მოიგო შემდეგი შეხვედრა და მწვრთნელები ჯერ ახალ მოთამაშეებს ეჩვევიან, მათი საუკეთესო თვისებების გამოყენებას სწავლობენ. ცსკამ რონ ბეიკერი მხოლოდ ევროლიგისთვის დაიმატა და კოსტას კუფოსი უკვე დაიმტვრა.

რეალში მეტი ვარსკვლავია.

ცსკაში მეტი სტაბილურობაა.

რეალში დარჩა ყველაზე კომუნიკაბელური მწვრთნელი, სენიორ ლასო.

ცსკა-ში - ყველაზე ძვირადღირებული სპეციალისტი, ტავარიჩშ იტუდისი.

ევროლიგა წამოიღებს. ფავორიტები ერთმანეთს მალე შეასკდებიან.