ობამეიანგმა ბერგკამპის რეკორდი გაიმეორა

ობამეიანგის შვიდიანები 

პრემიერლიგის მეშვიდე ტურში არსენალი მანჩესტერს ესტუმრა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მეთოფეთა რიგებში შედეგიანი დარტყმის ავტორი პიერ-ემერიკ ობამეიანგია. აღსანიშნავია, რომ ამ გოლით მან დენის ბერგკამპის რეკორდი გაიმეორა. საქმე იმაშია, რომ გაბონელს ინგლისის ჩემპიონატის საწყის 7 ტურში 7 გოლი დაუგროვდა, მსგავსი შედეგი კი მხოლოდ ჰოლანდიელთავდამსხმელს ჰქონდა.

 

30 წლის ფორვარდი არსენალში 2018 წლის ზამთარში დორტმუნდიდან გადავიდა. იგი გუნდს თავიდანვე კარგად შეეწყო და ლონდონელთა ერთ-ერთი ლიდერიც გახდა. წინა სეზონში ობამეიანგმა პრემიერლიგაში 22 გოლი გაიტანა, რითიც თანაბომბარდირი გახდა.

 

არსენალს 12 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. მომდევნო ტურში მეთოფეები ბორნმუთს უმასპინძლებენ.