ბასილაშვილმა პეკინში გამარჯვებით დაიწყო!

ქართველის ურთულესი ბადე და პირველი გამარჯვება

ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინის 500-იანი მასტერსი გამარჯვებით დაიწყო. ქართველის მეტოქე ATP რეიტინგის 22-ე ნომერი არგენტინელი გუიდო პელა იყო.

 

ჩვენებურმა პირველი სეტი შესანიშნავად დაიწყო, მეტოქეს ყოველა კომპონენტში აღემატებოდა და მეხუთე გეიმში მოპოვებული ბრეიკით დამსახურებულად მოიგო.

 

მეორე სეტი არგენტინელმა აქტიურად დაიწყო, მეოთხე გეიმში ბრეიკიც შეასრულა, თუმცა ნიკამ მობილიზება სწრაფად მოახერხა, უკუბრეიქი შეასრულა და შეხვედრა თაი-ბრეიქამდე მიიყვანა, სადაც მატჩის საბოლოო ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ დააფიქსირა - 2:0

 

ბასილაშვილი პეკინის მასტერსის მოქმედი გამარჯვებულია, თუმცა ამჯერად, გასულ წელთან შედარებით, მას ბევრად რთული ბადე შეხვდა. 1/8 ფინალში ის ბერძენ სტეფანოსს ციციპასს დაუპირისპირდება.