ისევ დიდი პატარა

არსენალი  დიდი ვერაფერია, მაგრამ მანჩესტერ იუნაიტედი მთლად ვარაფერი. 

ჰეი გიდი, ლესტერ სიტი... ასე ამბობენ: აბა, ნახეთ თუ წლეულს ლესტერი ოთხეულისთვის არ იბრძოლებს და იქვე თუ არ მოხვდებაო. მოხვდებაო რა, უკვე იქაა, თუმცა. აბა ჯერ რამდენია საომარი. უზომო.

 

მაგრამ წლეულს რომ ლესტერმა კარგად დაიწყო და რაღაცით ის დროებაც გაგვახსენა, ჩემპიონი რომ გახდა, ნამდვილია.  კი, ის სხვა სეზონი იყო, დიდ-დიდი გუდნები ყველანი როგორღაც მოშლილიყვნენ და ამ პატარამ კი ისე იბრძოლა, რომ როგორც უბრალოდ იტყვიან ხოლმე,  ისტორია შექმნა. მაშინ არ იყო ამნაირი ლივერპული, რომელც ახლა შვიდი ტურის თავზე უდანაკარგოდ მიიწევს წინ და არც ასეთი სიტი. დანარჩენი კი... როგორც ჩანს, ლესტერი დანარჩენს ყველას შეებრძოლება  და სულაც არ თვლის, რამეს გაატანს.  ამ უქმეებზეც, აგე, როგორ გადაურბინა ნიუკასლს. ჰო, ნიუკასლი ვერაა ისეთი, მოთამაშე გუნდმა რომ ვერ გადაურბინოს, მაგრამ მაინც, ცხრილი არასდროს იტყუება.

 

brendan rodgers leicester-ის სურათის შედეგი

 

საქმე კი ესეცაა, რომ მიმომხილვენი თვლიან, რომ თუ ლესტერი ასე ითამაშებს, მას არსენალი და ჩელსი ვერ გადაუსწრებენ. ეგებ უფრო ტოტნეჰემი ებრძოლოსო. ლონდონის ეს სამი ბობოლა გუნდი და საოთხეულო ბრძოლის მუდმივი მონაწილე. იქაც, უეცრივ ამომძვრალი ვესტ ჰემი და თითქოს ლესტერი მალე დაიჩაგრება, მაგრამ ასე არ არის.

 

არსენალმა ოლდ ტრეფორდზე ფრე ითამაშა იუნაიტედთან. ეს იყო ორი უფერული გუნდის, მშრალი, ულამაზო, უსუსური, მოსაწყენი და უპერსპექტივო თამაში, რომელიც თითო გოლის გაცვლით დასრულდა და რომელიც არაფირთ გავდა იმ ოდინდელ დიად ბრძოლებს ეს ორი კლუბი რომ გადაიხდიდა ხოლმე არსენ ვენგერისა და ალექს ფერგიუსონის ეპოქაში. გავდა კი არა, საერთოც არაფერი ჰქონდა.

 

 არსენალი  დიდი ვერაფერია, მაგრამ მანჩესტერ იუნაიტედი მთლად ვარაფერი. გუნდი მესამედ იგებდა ამ სეზონში ერთი ბურთით და მესამედ ვერ მოიგო.  ანუ, ისეთი გახლავს,  როგორიც ჩვეულებრივ არის ფერგიუსონის წასვლის შემდეგ. ჯეჯერობით, ვერც სოლსკიაერი გამოდგა ის კაცი, ვინც მანჩესტერს გაამანჩესტერებდა. იანვრიდან ბევრი იწერებოდა იმაზე, როგორ ამანჩესტერებს სულშა მანჩესტერს და საბოლოოდ კი, ჯერჯერობით  ვერაფერი გამოდგა. სხვა საქმეა, როგორი სტრატეგია აურჩევიათ გლეიზერებს, რაიმე გრძელვადიანს ფიქრობენ და ნორვეგიელს აცლიან, თუ მალე ისიც გაუდგება მასზე დიად მწვრთნელთა გზას. ასე კია, რომ იუნაიტედს შვიდი ტურის თავზე ყველაზე ცუდი სტარტი აქვს თავის ისტორიაში. ცხირლს შუაშია და ოთხეული კი არა, გამოცდები უფრო ელის.

 

manchester arsenal-ის სურათის შედეგი

 

ლესტერი კი თვისობრივად სხვა ამბავია. მარიტდან, ანუ წინა სეზონის უკანსკნელი მეოთხედიდან, გუნდი მესამეა ლივერპულისა და სიტის შემდეგ მოპოვებული ქულების ოდენობით, ჯეიმი ვარდიმ კი ბოლო 17თამაშში 14 გოლი გაიტანა. ეს ყვეალფერი მენეჯერ ბრენდან როჯერსის ხელში ხდება. კი, ამ კაცმა ლივერპული ჩემპიონი ვერ გახადა, მაგრამ გუნდის მკეთებელი კაცია და ახლა მთელი ლესტერი ხელის გულზე ატარებს, არა მხოლოდ შედეგის და კარგი თამაშის გამო, არამედ, ადამიანებთან მისი დამოკიდებულების და როგორც ქვია, სწორი მენეჯერობის გამო. ასეთი კაცი ყოველთვის დაატყობს ხელს საქმეს,  ვეღარ დაატყობს და წავა.  

 

თუმცა, ჯერ რა დროს წასვლაა. ლესტერი აწი იწყება. კიდევ ერთხელ.