19–წლამდელების სია: მალე შესარჩევია

9-15 ოქტომბერს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ითამაშებს. რამაზ სვანაძის გუნდი 6 ოქტომბერს გაემგზავრება უნგრეთში, სადაც მასპინძელთა გარდა ხორვატიასთან და ყაზახეთთან გაარკვევს ელიტრაუნდში გამსვლელის ვინაობას. ჯგუფიდან ორი გუნდი გავა.

სვანაძემ შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებიც ევროშესარჩევი მატჩებისთვის მოემზადებიან:

 

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), რევაზ ლომიძე (ლოკომოტივი);

 

მცველები: თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბ), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), ზურაბ ჭავჭანიძე (ლოკომოტივი), ცოტნე კაპანაძე (რუსთავი), ლაშა აწყურელი (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო);

 

ნახევარმცველები: გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), ნიკა გაგნიძე (დილა), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, რუსეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბ);

 

თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო);

 

როგორც ხედავთ, სიაში არიან კვარაცხელია და დავითაშვილიც, რომლებსაც საქართველოს პირველ ნაკრებშიც აქვთ ნათამაშევი. მათ გარდა, არიან ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ლიგაში გამოდიან: კაპანაძე რუსთავის ძირითადი მარჯვენა მცველია. გაგნიძემ რამდენიმე მატჩი ჩაატარა დილაში; მესიაჩენკოს ლიგა 2–ის სამტრედიაში აქვს პრაქტიკა; ნონიკაშვილი და გულიაშვილი (საბურთალოს დუბლებიდან) ლიგა 3–ში ერთ–ერთი გამორჩეული ფეხბურთელები არიან; ბევრი ფეხბურთელია თბილისის დინამოს 19–წლამდელთა გუნდიდან.

 

კვარაცხელიასა და დავითაშვილის გარდა, კიდევ ორი ლეგიონერია. გელაშვილი პრაღის სპარტას 19–წლამდელთა გუნდის კაპიტანია, ხოლო ფორვარდი გაგუა მეხუთელიგელი იბერია 2010–დან გადავიდა ესპანური ალავესის სტრუქტურაში, სადაც მასზეა დამოკიდებული, როგორ გამოიჩენს თავს.

 

მწვრთნელზეც დავწეროთ. რამაზ სვანაძე ბაქოს ინტერში მუშაობდა ზაურ სვანაძის თანაშემწედ. ამ ნაკრებს რაც შეეხება, ამხანაგურებში კარგი შედეგები ჰქონდა (ბელარუსთან ორი გასვლითი მოგება, ასევე, ბულგარეთთან, ავსტრიასთან) და იმედია, შესარჩევშიც გადაიტანს.