ინგლისი თუ ნიგერია? აბრაჰამმა აირჩია

რომელ ნაკრებში ითამაშებს ჩელსის ფორვარდი ტემი აბრაჰამი? 

კანდიდატი ორი იყო: ნიგერია და ინგლისი. აბრაჰამს ნიგერიული ფესვები აქვს, მამამისი სწორედ იქ დაიბადა და სუპერარწივები თავდამსხმელისთვის იბრძოდნენ, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

 

აბრაჰამმა ინგლისის ნაკრები აირჩია.

 

11 ოქტომბერს ინგლისი ევროშესარჩევში ჩეხეთს სტუმრად ეთამაშება, ხოლო 14–ში – ასევე გასვლაზე ბულგარეთთან.