ბარსელონა VS ინტერი - დაუსრულებელი ომი

გასვლით შეხვედრაში, ბარსას და ინტერს ერთმანეთისთვის ჯერ არასდროს მოუგიათ

ბარსელონასა და ინტერის მტრობა საუკუნეებს არ ითვლის, თუმცა სათამაშო ფილოსოფიათა განსხვავება ყოველთვის იგრძნობოდა. როგორც გუარდიოლაა ინტერის სათავეშია ძნელად წარმოსადგენი, ასევეა ჟოზეც ბარსელონაში - სათავისო კლუბებში კი დაუვიწყარი დაპირისპირებები შემოგვთავაზეს.

 

მოურინიოს შემდეგ, ინტერს დღემდე საჩემპიონო გუნდი არ  ჰყოლია. შესაძლოა ამაზე საუბარი ახლაც ნაადრევია, თუმცა კონტემ, მის სადებიუტო სეზონში, Seria A-ში პირველ 6 ტურში 6 გამარჯვება მოიპოვა. ასეთი რამ, ამ კლბუში, ჯერ არავის გაუკეთებია.

 

ბარსელონას ლა ლიგის პირველ 5 ტურში 24 წლის მანძილზე ყველაზე ცუდი სტარტი ჰქონდა. კატალონიელებმა ამ შეხვედრებში მხოლოდ 7 ქულა მოაგროვეს, შემდეგ კი სიტუაცია გამოასწორეს და მიყოლებით 2 გამარჯვება იზეიმეს.

 

წინასამატჩო მდგომარეობა

 

ლეო მესიმ, გასულ წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ინტერთან ორივე შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. ის ბოლომდე მზად არც ამ შეხვედრისთვის არის. მასთან ერთად, ანსუ ფატისა და უსმან დემბელეს თამაშიც საეჭვოა.

 

სამაგიეროდ, გამორიცხულია ხორდი ალბასა და სამუელ უმტიტის ასპარეზობა.

 

ინტერის ბანაკში კი სიწყანრეა და ყველა ფეხბურთელი სრული დატვირთვით ემზადება. ალექსის სანჩესს ყოფილ გუნდთან თამაშისთვის განსაკუთრებული მონდომება ეტყობა, გასულ ტურში სამპდორიას გოლიც გაუტანა, თუმცა მას მაინც სათადარიგოთა სკამზე უნდა ველოდოთ.

 

ანტონიო კონტემ სამპდორიასთან შეხვედრაში დიეგო გოდინი და რომელუ ლუკაკუ დაასვენა, რომლებსაც დღეს ძირითადში აუცილებლად იქნებიან.

 

ორივე გუნდს ქულები სჭირდება, რადგან მათი მთავარი კონკურენტი დორტმუნდის ბორუსიაა, რომელმაც ლიგის პირველ შეხვედრაში ბარსასთან 1 ქულა მოიპოვა.

 

ფაქტები

 

ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ბარსელონამ ინტერთან ბოლო 5 საშინაო შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

ყველა ტურნირის გათვალისწინებთი, ბარსელონამ ინტერს ბოლო 5 საშიანო შეხვედრა მოუგო.

ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 შეხვედრაში, ინტერმა 3-ზე ნაკლები გოლი გაიტანა.

ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 7 მატჩიდან კარი 5-ში მშრალად შეინახა.

ბარსას და ინტერის ბოლო 6 დაპირისპირებიდან 5-ში 3-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 13 შეხვედრიდან მხოლოდ 1 წააგო.

ინტერს ბოლო 5 თამაშია ლიგაზე არ მოუგია.

ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ინტერმა 7 თამაშში მხოლოდ 1 ფრე ითამაშა და ისიც ჩემპიონთა ლიგაზე, პრაღის სლავიას წინააღმდეგ.

საერთოდ, ანტონიო კონტეს ჩემპიონთა ლიგაში 24 შეხვედრაში მხოლოდ 9 გამარჯვება აქვს.

ბარსელონამ ამ სეზონში პირველად მოახერხა ზედიზედ 2 თამაშის მოგება.

 

სავარაუდო შემადგენლობები

 

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედო, პიკე, ლენგლე, ფრიპო, დე იონგი, ბუსკეცი, არტური, გრიზმანი, სუარესი, პერესო

 

ინტერი; ჰანდანოვიჩი, შკრინიარი, დე ვრეი, გოდინი, ასამოა, სენსი, ბროზოვიჩი, ბარელა, დამბროზიო, ლუკაკუ, მარტინესი.

 

ურთიერთშეხვედრების ისტორია

 

ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს 8-ჯერ შეხვდნენ, ბარსელონამ ოთხი მოიგო, ინტერმა ერთი, 3 კი ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგის მოედანზე არც ერთ გუნდს გამარჯვება არ აქვს მოპოვებული.