ნიკოლა იოკიჩის ძმა დააკავეს

ამ ბოლო ეპიზოდის გამო, უკვე ნიკოლაც შარშია. 

დენვერ ნაგეთსის ვარსკვლავის - ნიკოლა იოკიჩის ძმა ძალადობის მუხლით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Denver Post ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, 37 წლის სტრახინია იოკიჩი საკუთარ ბინაში უცნობ ქალბატონთან ერთად იმყოფებოდა. რაღაც მომენტში ქალმა ბინიდან წასვლა მოინდომა და იოკიჩმა ის ლოგინზე მიაგდო, ხელი მიარტყა.

სტრახინია და ნემანია იოკიჩები ნიკოლას ძმები არიან. ისინი დენვერში, საკმაოდ დიდ ბინაში ცხოვრობენ, სადაც რეგულარულად სტუმრობს პოლიცია. და არა დენვერის თამაშების სანახავად.

ნაგეთსის ერთ-ერთი მატჩის დროს პოლიციამ ტრიბუნიდან წამოიყვანა სტრახინია, რომელიც მსაჯს აგინებდა.

და, ამ ბოლო ეპიზოდის გამო, უკვე ნიკოლაც შარშია.

სამწუხაროდ.