„სირცხვილი, ტოტენჰემი გნაბრიმ გაანადგურა“ - რას წერს ინგლისური პრესა?

გნაბრიმ ტოტენჰემის გულშემატკივრებს თვალებიდან იმედის სხივი წაართვა

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრებში ტოტენჰემმა ბაიერნი მიიღო. B ჯგუფში ფავორიტები სწორედ ეს გუნდები არიან და ყველა დაძაბულ ბრძოლას ელოდა, თუმცა შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გერმანელებმა ლონდონი შტურმით აიღეს და 7:2 გაიმარჯვეს.

 

რას წერს ინგლისური პრესა?

 

The Guardian

 

სერჟ გნაბრიმ 4 გოლი გაიტანა და ბაიერნმა ტოტენჰემი საკუთარ მოედანზე შეარცხვინა. 55-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც არსენალის ყოფილი ფეხბურთელის წინაშე დეზების მცველები საცოდავად გამოიყურებოდნენ. გნაბრიმ 3 წუთში 2 გოლი გაიტანა და რეკორდმაისტერის სასარგებლოდ ანგარიში 1:4 გახდა. ეს მაურისიო პოჩეტინოსთვის მხოლოდ დასაწყისი იყო, რომელმაც ტოტენჰემის მომზადების დონეზე სერიოზული კითხვები გააჩინა

 

The Times

 

Auf Wiedersehen, Poch (გერმანულად: ნახვამდის, პოჩ) დამამცირებელი შედეგი და სამარცხვინო თამაში ტოტენჰემის მხრიდან. ეს შეხვედრა მწვრთნელებს მომავლის დაგეგმვაში დაეხმარება, გაარკვევენ გასახდელში რა კლასის ფეხბურთელები ჰყავთ და მომავალში რა გზას დაადგნენ.

 

The Telegraph

 

ბაიერნი გუშინდელ შეხვედრაში ბრწყინვალე იყო და პოჩეტინოს გუნდში არსებული პრობლემებით შესანიშნავად ისარგებლა“

 

Daily Mirror

 

ტოტალური დამცირება და გნაბრის მიერ დანგრეული ტოტენჰემი. არსენალის ყოფილმა თავდამსხმელმა დეზების გულშემატკივრებს თვალებიდან იმედის სხივი წაართვა. ეს შედეგი ტოტენჰემისთვის იყო საშინელი, უხერხული და დამანგრეველი