ზინედინ ზიდანი: სანერვიულო არაფერი მაქვს

რატომ შეცვალა ზიდანმა კურტუა? 

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში მადრიდის რეალმა ბრიუგეს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. თამაშის შემდეგ მედიასთან ზინედინ ზიდანმა ისაუბრა.

 

„სანერვიულო არაფერი მაქვს. ბევრი მომენტი შევქმენით, უბრალოდ მისი რეალიზება ვერ მოვახერხეთ. სამუშაო სწორედ დამაგვირგვინებელ ფაზაში გვაქვს. პირველი ტაიმი მეორის მსგავსად, რომ გვეთამაშა, 3 ქულას ავიღებდით. რაც შეეხება კურტუას, იგი თავს კარგად არ გრძნობდა და ამიტომ შევცვალე. ტიბოთი უკმაყოფილო არ ვარ,“-თქვა ფრანგმა.

 

რეალს ამ წუთისთვის A ჯგუფში 1 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. მესამე ტურში სამეფო გუნდი გალათასარაის ესტუმრება.