ლიგის კაცი

რონალდუმ ლიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში იუვენტუსმა ლევერკუზენის ბაიერს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. მესამე გოლი კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა, რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე მორიგი რეკორდი დაამყარა. საქმე იმაშია, რომ პორტუგალიელმა ანგარიშზე ლიგის ეგიდით 102-ე მატჩი მოიგო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. ამ მაჩვენებლით მან იკერ კასილიასს გადაასწრო, რომელსაც შესაბამისად 101 შეხვედრა აქვს მოგებული.

 

შეგახსენებთ, რომ რონალდუს ლიგაში რამდენიმე რეკორდი აქვს დამყარებული. მას ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი და გარდა ამისა, ყველაზე მეტი საგოლე გადაცემითაც გამოირჩევა. რაც შეეხება იუვენტუსს, ბიანკონერი 4 ქულით პირველ ადგილზეა, მესამე ტურში იტალიელები მოსკოვის ლოკომოტივს დაუხვდებიან.