ლუკას ერნანდესი: შვილის გამო, ხიდის ქვეშაც დავიძინებ

"შვილს არასდროს მივატოვებ, თუ მის ბედნიერებას დასჭირდება, ხიდის ქვეშაც დავიძინებ"

ლუკას და ტეო ერნანდესების მამა, ჟან-ფრანსუა ერნანდესი ერთ დროს საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი იყო. ის რაიო ვალეკანოსა და მადრიდის ატლეტიკოში თამაშობდა. თუმცა, ოჯახიდან წასვლის შემდეგ, შვილებს მასთან ურთიერთობა აღარ აქვთ

 

„მე და ტეომ ვერასდროს გავიგეთ რატომ დაგვტოვა.

 

ერთ დღეს ადგა და წავიდა, მას შემდეგ მასზე აღარაფერი გვსმენია. მე და ჩემს ძმას საკმაოდ რთული, თუმცა მშვენიერი ბავშვობა გვქონდა.

 

არასდროს მიცდია მასთან ურთიერთობა მქონოდა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დაგვტოვა, ის არის, რომ არ ვუყვარდით. ალბათ, ეს მისთვის უკეთესი იყო. 16-17 წელია მისგან არაფერი გვსმენია.

 

არც ვიცი სად არის, რას აკეთებს, ცოცხალია თუ არა“

 

ლუკასმა ასევე დედამისზე ისაუბრა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ შვილებს ბავშვობაში არაფერი დაკლებოდათ

 

„დედაჩემის წინაშე ვალდებული ვარ. მან მარტომ გაგვზარდა, მე და ჩემი ძმა ფეხბურთზე მიგვიყვანა და არც კი ვიცი რამდენ საათს მუშაობდა, რომ გამოვეკვებეთ.

 

თუ მამაჩემს ვიპოვი, ალბათ რაღაც საუბარი შედგება. ერთადერთი რაც ვიცი, შვილს არასდროს მივატოვებ. ამას მსოფლიოში ვერავინ და ვერაფერი მაიძულებს. თუ ჩემი შვილის ბედნიერებას დასჭირდება რომ ხიდის ქვეშ დავიძინო, ამას აუცილებლად გავაკეთებ“, - თქვა ერნანდესმა