საქართველოს თასზე 1/2 ფინალისტები დაწყვილდნენ

ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/2 ფინალური წყვილები გაირკვა. წილისყრის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ეტაპზე საბურთალო ტორპედოს დაუპირისპირდება, გარეჯი კი ლოკომოტივს. აქვე გეტყვით, რომ 1/2 ფინალური მატჩები 23 ოქტომბერს გაიმართება.