რეალს ბრიუგესთან ფეხბურთელი დაუშავდა

მადრიდელთა ფეხბურთელი მატჩის დასრულებისთანავე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, სადაც რეალმა ბრიუგესთან 2:2 ითამაშა, ნაჩო ფერნანდესმა მუხლის ტრავმა მიიღო. ესპანელი მცველი პირველ ნახევარში დაშავდა და შესვენებისას იგი მარსელოთი შეცვალეს.

 

თამაშის დასრულებისთანავე მეექვსე ნომერი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტრავმა სერიოზულია და უკანახაზელი დაახლოებით 2.5 თვეს გამოტოვებს.

 

აღსანიშნავია, რომ ნაჩოს მსგავსად არც რეალის საქმეებია კარგად. სამეფო გუნდს ჩემპიონთა ლიგაში ორი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. მესამე მატჩში ესპანელები თურქეთში გალათასარაის შეხვდებიან.