ალეგრიმ გრანდებს უპასუხა

იტალიელ სპეციალისტს მანჩესტერი და მილანი ეპატიჟებიან

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მასიმილიანო ალეგრი არაერთ გუნდს დაუკავშირეს. იწერებოდა, რომ იტალიელით მანჩესტერი და მილანი არიან დაინტერესებულები. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ორივე კლუბის საქმე ცუდადაა და მათი მესვეურები ახალ მწვრთნელზე ფიქრობენ.

 

იტალიური პრესის ინფორმაციით, ალეგრიმ გრანდებს უარი შეუთვალა. 52 წლის სპეციალისტის თქმით, შემდეგ სეზონამდე იგი დასვენებას აპირებს და აქედან გამომდინარე მილანს და მანჩესტერს სხვა კანდიდატის ძებნა მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ ალეგრი ბოლოს იუვენტუსში მუშაობდა. ტურინელებს იგი 2014-19 წლებში თავკაცობდა.