ემანუელ დენისმა პირობა დადო, თუ გოლს გავიტან... - და გაიტანა

პირობის შესრულება ორმაგად მოუწევს...

სამშაბათი საღამო ბრიუგეს 21 წლის თავდამსხმელ ემანუელ დენისს არასდროს დაავიწყდება. მან შეძლო და სანტიაგო ბერნაბეუზე რეალს 2 გოლი გაუტანა. ბელგიელებს ეს გამარჯვებისთვის არ ეყოთ, თუმცა ქულა კი წამოიღეს.

 

დენისმა მატჩის წინ პირობა დადო, რომ თუ გოლს გაიტანდა, ტატუს გაიკეთებდა

 

„ახლა მომიწევს ორი გავიკეთო“ - იხუმრა ნიგერიელმა ფორვარდმა

 

„ბედნიერი ვარ, მე ხომ მადრიდში ორი გოლი გავიტანე. ძალიან გვინდოდა ეს თამაში მოგვეგო, რისგანაც შორს არ ვიყავით. ისე, ქულითაც ბედნიერნი ვართ.

 

შედეგი მხოლოდ ჩემს გოლებს არ მოუტანია, იქ ძალისხმევა ყველამ ჩადო“