ჩარლზ ბარკლი: კარგი რა, მორჩი დილიდან დალევას!

ბარკლიმ თქვა ლეიკერსზეც - კარგი გუნდი იქნება.

ლეგენდარული ჩარლზ ბარკლი არ იცვლება. ყოველთვის აქტიური, ყოველთვის გამორჩეულად ბასრი კომენტარებით, ყოველთვის - ბარკლი.

სერ ჩარლზს ერთ-ერთი თოქ-შოუს დროს ამ სეზონში ნიუ იორკ ნიქსის შანსებზე ჰკითხეს. ბარკლიმ გახედა ჟურნალისტს და ურჩია, კარგი რა, მორჩი დილიდან დალევას.

ნიქსი შორს არის ჩემპიონობისგან. ნიქსი შორს არის ქალაქის შიდა ჩემპიონატის მოგებისგან - ბრუკლინი (კევინ დიურანტის გარეშეც) უკეთესია. ნიქსი შორს არის ფლეი ოფისგან.

ნიქსმა ვერ დაკერა კარგი თავისუფალი აგენტი. მედისონ სკვერ გარდენი კარგავს ქარიზმას. და ნიქსი - ნდობას.

ბოლო კარგი ნიქსი 1999-ში იდგა. და ის გუნდი მივიდა ფინალამდე, სადაც 1:4 წააგო სან ანტონიოსთან. სპერსისთვის ის პირველი მოგებული ფინალი იყო.

ბარკლიმ თქვა ლეიკერსზეც - კარგი გუნდი იქნება.

ბარკლიმ თქვა კლიპერსზე - და მე კავაის უფრო ვენდობი.

ბარკლი არ იცვლება.