მფრინავი ფიჯი ბორჯღალოსნებმა ვერ გააჩერეს (+ვიდეო)

მოწინააღმდეგემ იმ კომპონენტებშიც დაგვჩაგრა, სადაც ველოდით რომ უპირატესობა გვექნებოდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაფერი პრინციპული შეხვედრა ჩაატარა, მატჩი - რომლისთვისაც 2 წელი ემზადებოდნენ. ბორჯღალოსნების მეტოქე ფიჯის ნაკრები იყო, რომელიც, რა თქმა უნდა, ფავორიტი იყო, თუმცა ჩვენების გამარჯვებას სენსაციას ვერ დავარქმევდით. სადაც ურუგვაიმ შეძლო მათი დამარცხება, შანსი საქართველოს ნაკრებსაც უნდა ჰქონოდა. 

 

პირველმა ნახევარმა ბრძოლაში ჩაიარა, ფიჯელების გარდასახულ ლელოს მათიაშვილის ჯარიმით ვუპასუხეთ და შესვენებაზე საბრძოლო ანგარიშით გავედით - 3:7

 

თუმცა მეორე ტაიმი ჩვენთვის სრული კატასტროფა გამოვიდა. მეტოქემ ყველა კომპონენტში დაგვჩაგრა, იმ სათამაშო კომპონენტებშიც კი, სადაც იმედი გვქონდა, რომ ჩვენი უპირატესობა იქნებოდა, პირველ ყოვლისა - შერკინებაში. ფიჯიმ მეორე ტაიმში 6 ლელო დაგვიდო, ჩვენ კი მხოლოდ ერთით ვუპასუხეთ. მოწინააღმდეგემ ჩვენთან ისტორიაში ყველაზე მეტი ქულა აიღო, ჩვენ კი მათთან - ყველაზე ცოტა. ფიჯიმ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და საქართველოს ნაკრების ნაკლოვანებები თვალნათლივ დაგვანახა.

 

საბოლოოდ - 10:45

 

ამხელა სხვაობით უელსმაც ვერ მოგვიგო.