საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა

ქართველი ფეხბურთელი ტრავმირებულია

საქართველოს ეროვნული ნაკრებში ცვლილებაა. ტრავმის გამო გუნდს ფერენცვაროშის მცველი ლაშა დვალი გამოაკლდა. ცნობილია, ვლადიმირ ვაისმა მის ნაცვლად ბათუმის დინამოს მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი გამოიძახა.

 

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯვაროსნები 12 ოქტომბერს დინამო არენაზე ირლანდიას დაუპირისპირდებიან, 15-ში კი გიბრალტარს ესტუმრებიან.