ჩემპიონთა ლიგა: ახალი ფაქტები

ლივერპულმა 2014 წლის მერე პირველად გაუშვა სამი გოლი ერთ მატჩში (შინ)... მაშინ რეალთან 0:3 წააგო, ამჯერად კი სამი გოლის გაშვების მიუხედავად, მოიგო: ზალცბურგთან 4:3.

აიაქსმა ესპანურ კლუბებთან ზედიზედ მეორედ მოიგო დიდი ანგარიშით: რეალთან 4:1 და ვალენსიასთან 3:0. თანაც, ორივე გასვლაზე. და საინტერესოა, რომ აიაქსს მანამდე ესპანელებთან ბოლო 13 შეხვედრიდან 11 წაგებული ჰქონდა. გარდასახვაც ამას ჰქვია.

 

ლეო მესის ვერა და ვერ გააქვს გოლი ინტერის კარში. არადა, სხვა იტალიურ გუნდებთან სულაც არ უჭირს: 18 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე პასი. აი, ინტერთან სხვა საქმეა. გახსოვთ 2009/2010 წლების სეზონი? ფანტასტიკური ბარსას გავარდნა ჟოზე მოურინიუს ინტერთან.

 

ფრენკ ლამპარდი ბოლო 2 წლის განმავლობაში პირველი ინგლისელი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში თამაში მოიგო: ლილთან 2:1.

 

ვილიანმა მე–300 მატჩი ჩაატარა ჩელსიში. გოლითაც აღნიშნა, თან, გადამწყვეტი გოლით.

 

დორტმუნდელთა ფლანგელმა აშრაფ ჰაკიმიმ კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა. ამასთან, პირველი მაროკოელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში დუბლი მიითვალა.