დინამოს ახალი სისხლი: ნიკა გაფრინდაშვილი

თავისუფალი დრო? ვბრუნდები დარბაზში და ვაგრძელებ ვარჯიშს.

ზაზა ფაჩულიას აკადემიაში დაწყებული გზა ნიკა გაფრინდაშვილმა თბილისის დინამოში გააგრძელა. საინტერესო მოთამაშე. ნიჭით. რომელმაც ბევრი უნდა იმუშავოს, საკუთარი შესაძლებლობები უკეთ რომ გამოიყენოს.

წარმოგიდგენთ დინამოს ახალ წევრს.

სიმაღლე - 197. ამპლუა - მსროლელი.

 

კალათბურთი პროფესიულად ზაზასთან დაიწყო.

ნიკა გაფრინდაშვილი: „დინამოში გადასვლა, აქ ვარჯიში, აქ თამაში არა მხოლოდ ჩემთვის, ყველასთვის დიდი პატივია. და - გამოწვევა. საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი გვყავს. რომელიც სუპერლიგაში მიიღებს დიდ გამოცდილებას. ეს იქნება განსაკუთრებული სეზონი ჩემთვის და სხვა ახალგაზრდებისთვის. ბუნებრივია, დინამოს ვგულისხმობ. განვითარებისთვის ეს აუცილებელია.“

 

თავისუფალი დრო.

ნ.გ: „მეგობრებთან ერთად ვატარებ. ან - ვბრუნდები დარბაზში და ვაგრძელებ ვარჯიშს, ვისვრი ბურთს, ვმუშაობ საკუთარ თავზე. ვცდილობ, მივიღო რჩევები, ვიმახსოვრებ უფროსების მითითებებს.“

 

სამაგალითო პიროვნება კალათბურთში.

ნ.გ: „ჩემი საყვარელი მოთამაშე არის კევინ დიურანტი, მაგრამ მისაბაძი ადამიანი - ზაზა ფაჩულია, რომელმაც ყველაფერს შრომით, თავისით მიაღწია.“

ნიკა გაფრინდაშვილი სწავლობს. და - მუშაობს საკუთარ თავზე. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

წარმატებები ახალგაზრდას.