ბასილაშვილი მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანს შეხვდა

ისტორია გრძელდება...

პეკინის 500-ანი მასტერსის 1/8 ფინალში ერთამანეთს ნიკოლოზ ბასილაშვილი და სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდნენ. ერთმანეთთან შეხვედრამდე ქართველმა გუიდო პელას, ხოლო ბერძენმა დუსან ლაიოვიჩის დამარცხება შეძლო.

 

ბასილაშვილს და ციციპასს ურთიერთშეხვედრების ისტორიაში მხოლოდ ერთი მატჩი ჰქონდათ გამართული, რომელიც, სამწუხაროდ, ბერძენის გამარჯვებით დასრულდა.

 

სამწუხაროდ, ციციპასმა ბასილაშვილს ამ შეხვედრაშიც მოუგო.

 

ქართველმა ჩოგბურთელმა თამაში კარგად დაიწყო, პირველი სეტიც ერთი ბრეიქით - 6:4 მოიგო, თუმცა შემდეგ ორჯერ დამარცხდა - 3:6; 2:6.

 

ნიკოლოზი ამ ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია და მიუხედავად იმისა, რომ  ქულების დაცვა ვერ მოახერხა, მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანთან მარცხი, ტრაგედია ნამდვილად არ არის.