ვილიანს მსურველები გამოუჩნდნენ

გამორიცხული არაა ვილიანმა ახალი წელი ახალ გუნდში დაიწყოს

ჩელსის ნახევარმცველმა ვილიანმა შესაძლოა გუნდი დატოვოს. ბრიტანული პრესის ცნობით, ბრაზილიელის დამატება ბარსელონას და იუვენტუსს სურთ. გეტყვით იმასაც, რომ ორივე მათგანი მის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეეცდება. ცნობისთვის, ბლაუგრანა მას იმაზე ბევრად მეტ ხელფასს შესთავაზებს, ვიდრე ჩელსიში აქვს.

 

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკელი შარშან მანჩესტერში გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა 31 წლის ფეხბურთელი საბოლოოდ დედაქალაქურ გუნდში დარჩა.

 

ვილიანი ბრიტანული გრანდის ერთ-ერთი ლიდერია და ნაკლებად სავარაუდოა არისტოკრატები მას მარტივად შეელიონ. იგი მეშვიდე სეზონია, რაც ლონდონელთა ღირსებას იცავს და თითქმის ყოველთვის ძირითადის ფეხბურთელად ითვლება. ამ სეზონში 22-ე ნომერმა 8 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.