ალექსის სანჩესი: ინტერში ფეხბურთი თავიდან შევიყვარე

ნერაძურიში ტიტულების მოსაგებად მოვედი

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს, ალექსის სანჩესი მანჩესტერიდან იჯარით მილანის ინტერში გადავიდა. სერია ა-ში დაბრუნება ჩილელს აშკარად წაადგა, რადგან კარგად ათამაშდა. ამ თემაზე იტალიურ მედიასთან თავად ფეხბურთელმა ისაუბრა.

 

„ინტერში გადასვლის შემდეგ, ფეხბურთი თავიდან შევიყვარე. მწვრთნელს და ზოგიერთ ფეხბურთელს კარგად ვიცნობ და ნერაძურიში ადაპტაცია არ გამჭირვებია. დაახლოებით 7 წელია ინტერს არაფერი მოუგია და ვეცდებით სიტუაცია გამოვასწოროთ. გუნდში სწორედ ამისთვის მოვედი,“-თქვა სანჩესმა.

 

ალექსისმა ახალი კლუბის მაისურით 3 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ინტერს, მილანელებს სერია ა-ში 6 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი აქვთ და ცხრილის სათავეში არიან.