40 წელი დიდი მატჩიდან (+video)

თბილისის დინამოს ხმაურიანი გამარჯვებიდან 40 წელი გავიდა. 1979 წლის 3 ოქტომბერს ნოდარ ახალკაცის გუნდმა 3:0 მოუგო ლივერპულს.

თავსხმა წვიმაში, ბრიტანულ ამინდში... ჯერ დავით ყიფიანის გარღვევასა და პასს მოჰყვა ვლადიმერ გუცაევის ახლოდან ვარდნაში დარტყმა და 1:0; მერე გიორგი ჭილაიამ ბრწყინვალე სოლო განახორციელა, ნახევარი ლივერპული მოატყუა და რამაზ შენგელიას გაუკეთა პასი, რომელმაც თავზე გადაუგდო ბურთი მეკარეს – 2:0; მესამე კი ალექსანდრე ჩივაძის გატანილი პენალტი იყო.

 

ევროპული საზომით ეს სენსაცია იყო, რადგან დინამოს იმხანად ჯერ კიდევ ნაკლებად იცნობდნენ კონტინენტზე. გუნდი ხომ პირველად გავიდა ჩემპიონთა თასზე...

 

ლივერპული კი იმ კალიბრისა და სიდიდისა იყო, როგორიც დღესაა. დინამოსთან თამაშამდე, 1977 და 1978 წლებში ჩემპიონთა თასი მოიგო, ინგლისის ჩემპიონიც რეგულარულად ხდებოდა.  

 

დინამო – ლივერპული 3:0

 

დინამო: გაბელია, გ.მაჩაიძე, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, ჭილაია, დარასელია, მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია

 

მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი

 

ლივერპული: კლემენსი, ნილი, ირვინი, ტომპსონი, კენედი, ჰანსენი, დალგლიში, კეისი (ფეირკლოუ 78), ჯონსონი, მაკდერმოტი, სუნესი

 

მწვრთნელი: რობერტ პეისლი

 

გოლები: 1:0 გუცაევი (55), 2:0 შენგელია (75), 3:0 ჩივაძე (81 პენ)