რაკიტიჩის ცოლი - შეწყვიტეთ ჩემი ქმრის უსაფუძვლოდ ჩაგვრა!

გახსოვთ ოფიციანტი გოგონა? რაკიტიჩს ერთი ნახვით რომ შეუყვარდა

ივან რაკიტიჩისა და ბარსელონას ურთიერთობა ამჟამად საკმაოდ გაუფუჭდათ. ხორვატი ფეხბურთელი ესპანურ გრანდში დიდი ხანია თამაშობს, მათთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოგებული აქვს, თუმცა ზაფხულში მისი ტრანსფერი ვერ განხორციელდა და ამის გამო სათამაშო დრო თითქმის აღარ ეძლევა.

 

ბარსელონას ხეტაფესთან გამარჯვების შემდეგ, SER-ის ჟურნალისტმა მანუ კორენომ მისი სტატია გამოაქვეყნა, სადაც რაკიტიჩზე შემდეგი სიტყვები დაწერა

 

„ამ ფეხბურთელს ბოროტად აღარასდროს მოეპყრათ

 

ეს ფრაზა ხორვატის მეუღლეს, რაკელ მაურის ძალიან მოეწონა და მაშინვე ინსტაგრამზე გააზიარა

 

„მიუხედავად ყველაფრისა, შრომა გააგრძელე, შენ ნებისყოფის, სიბრძნის და პროფესიონალიზმის მაგალითი ხარ.

 

ამ ყველაფრის გამო მიყვარხარ, დიდებული ადამიანი ხარ და ამის შეცვლა არავის შეუძლია“

 

რაკიტიჩმა მეუღლე 2011 წელს სევილიაში გაიცნო, როდესაც ჯერ კიდევ ფიქრობდა კონტრატისთვის ხელი რომელ კლუბთან მოეწერა. ერთ საღამოს, ის თავის ძმასთან ერთად ბარში წავიდა, სადაც ერთი ნახვით ის ოფიციანტი გოგო შეუყვარდა, რომელიც დღეს მისი მეუღლეა.