დაჩი ქავთარაძის მიზანი

დინამოს ახალი მწვრთნელი მუია ტაჩი თავის გამოჩენის შანსს ყველას აძლევს. მათ შორის - დაჩისაც.

ზაზა ფაჩულიას აკადემიიდან დინამომდე - ამ რეგულარულში სუპერლიგაში რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა დაწინაურდება. და ეს ახალგაზრდები მიიღებენ დიდ გამოცდილებას. ეს ახალგაზრდები დაიწყებენ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს.

დაჩი ქავთარაძე დგას უკანა ხაზში. ცდილობს, რომ თავისი 193 სანტიმეტრი და სისწრაფე მაქსიმალურად გამოიყენოს.

 

გუნდზე.

დაჩი ქავთარაძე: „ზაზას აკადემიაში საჭირო გამოცდილება მივიღე. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო აკადემიას ამ საინტერესო დროისთვის. დღეს, უკვე დინამოს წევრი ვარ და მთლიანად ამ გუნდზე ვარ გადმორთული. ჩემი აზრით, გუნდს კარგად შევეწყვე. მინდა, რომ დინამოსთვის სასარგებლო ვიყო. საინტერესო შემადგენლობა გვყავს. მომწონს მწვრთნელის ხედვა, მისი ვარჯიშები. მოთამაშეებმა ყურადღებით უნდა მივიღოთ მისი ყველა შენიშვნა, რჩევა.“

დინამოს ახალი მწვრთნელი მუია ტაჩი თავის გამოჩენის შანსს ყველას აძლევს. მათ შორის - დაჩისაც.

ქავთარაძის ყოფილი მწვრთნელები - ლაშა თოიძე, დეიან პროკიჩი, ლექსო ლაფანაშვილი, ბუბა ბერიშვილი. ძალიან საინტერესო შემადგენლობა.

 

ბევრ კალათბურთს უყურებ?

დ.ქ: „NBA-ს განსაკუთრებით. ამერიკული კალათბურთი საინტერესოა. ასევე, საქართველოს ნაკრების თამაშებს. ვცდილობ, რომ ჩვენების ყველა შეხვედრა ვნახო.“

 

ამ სეზონის მოლოდინი.

დ.ქ: „ამ სეზონში მინდა, რაც შეიძლება წინ წავიდე, მოვუმატო ტაქტიკურად, ფიზიკურად. მინდა მივიღო გამოცდილება. ეს აუცილებლად დამეხმარება შემდეგში. ვიცი, რომ ეს არ იქნება მარტივი და ვიცი, რომ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშავო.“