ემერი: იოზილი განაცხადში ყოფნას არ იმსახურებს

სად წავა მესუტი?

არსენალის მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი ფიქრობს, რომ განაცხადში ყოფნას მეთოფეების სხვა ფეხბურთელები უფრო იმსახურებენ, ვიდრე მესუტ იოზილი.

 

გერმანელი ფეხბურთელი სტანდარტთან 4:0 მოგებულ მატჩში 18 კაციან სიაშიც არ იყო, ისევე, როგორც მანჩესტერთან შეხვედრაში.

 

„ყოველთვის ვფიქრობ თუ ვინ არის უკეთეს ფორმაში და ძირითადში მოხვედრას იმსახურებს.

 

თუ ვფიქრობ, რომ ერთი ფეხბურთელი განაცხადში არ უნდა იყოს, გამოდის რომ სხვა ფეხბურთელი ამას მეტად იმსახურებს.

 

სამშაბათს კიდევ ერთი შეხვედრა გვაქვს და იქ არჩევანს თავიდან გავაკეთებ“, - თქვა ემერიმ