ბარსელონას მხსნელი დაუბრუნდა

როგორ ახდენს მესი თამაშზე გავლენას

ლიონელ მესი ბარსელონას დაუბრუნდა და ეს გუნდიც მაშინვე სხვა სიმაღლეზე ავიდა.

 

ბლაუგრანა ჩემპიონთა ლიგაზე ინტერთან 1:0-ს აგებდა, თუმცა საბოლოოდ 2:1 მოიგო, რაც არგენტინელის დამსახურებაა.

 

აქ მოვიყვანთ 5 მიზეზსს, თუ რა შეემატა ბარსას მისი დაბრუნებით

 

1)      რა გასაკვირია, ბარსას ის ძალიან სჭირდება.

ბარსა მესის გარეშე სულ სხვა გუნდია. როდესაც ის მინდორზეა, მას წამებში შეუძლია მოედანზე ყველაფერი დიამეტრულად შეცვალოს

2)      მეტოქეები ტაქტიკას ცვლიან, როდესაც ის მოედანზე არ არის
მეტოქეები ბარსას მესისთან ერთად სხვაგვარად ეთამაშებიან. მაგალითისთვის ბილბაოსთან და გრანადასთან მატჩი შეგვიძლია ავიღოთ, სადაც მოწინააღმდეგეები მეტად გაბედულად თამაშობდნენ და უკან სივრცეების დატოვების არ ეშინოდათ, იქ ხომ არგენტინელი ჩასაფრებული არ იყო.

3)      მეტოქეებს მისი ეშინიათ

სტეფან დე ვრეიმ, რობერტო გალიარდინიმ, დიეგო გოდინმა და კვადვო ასამოიამ რეაგირება ვერ მოახერხეს, როდესაც ლუის სუარესმა მათ კარში ორი გოლი გაიტანა, რადგან მესიმ ეს მცველების ყურადღება მიიპყრო და სივრცე გაათავისუფლა.

4)      თავდაჯერება და ნდობა

როდესაც არგენტინელი მოედანზეა, ის სიმშვიდისა და სანდოობის განსახიერებაა. ის მოწინააღმდეგეს შიშს, თანაგუნდელებს კი თავდაჯერებას უნერგავს.

5)      სტატისტიკას ყურადღებას ნუ მიაქცევთ
მესიმ წელს სულ 201 წუთი ითამაშა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, თუმცა ის ამჟამად ფორმის აღდგენითაა დაკავებული. მიუხედავად მისთვის უჩვეულო ფორმისა, ის თამაშზე უდიდეს გავლენას ახდენს. როდესაც ის ოპტიმალურ კონდიციებში იქნება, გააკეთებს იმავეს, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა.