NBA-ს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები. 25-11

ამ კონტრაქტით კლივლენდი და ლავი 2022 წლამდე მეგობრობენ.

მსოფლიოს ყველაზე მაგარი ლიგა 22 ოქტომბერს კლიპერსის და ლეიკერსის ჩეხვით გაიხსნება.

მანამდე, სეზონის ყველაზე ძვირადღირებულ ბიჭებს გადავხედოთ. წავედით.

 

25. სი ჯეი მაკკოლუმი (პორტლენდი)27.6 მილიონი დოლარი. კარგი სეზონის მოლოდინი.

24. დემარ დეროუზენი (სან ანტონიო)27.7. სპერსის ახალი ვარსკვლავი.

23. ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლანდო)28.4. ბიჭმა მეჯიქთან 100-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.

22. კევინ ლავი (კლივლენდი)28.9. ამ კონტრაქტით კლივლენდი და ლავი 2022 წლამდე მეგობრობენ.

21. დემიან ლილარდი (პორტლენდი) – 28.9. ბლეიზერსის სტეფ კარი.

20. პოლ მილსეპი (დენვერი)30.4. ნაგეთსმა ვეტერანის ოფცია მიიღო. კარგი სვლა.

19. კრის მიდლტონი (მილუოკი) – 30.7. მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიაა. საქმე კრის, საქმე.

18. ტობაიას ჰარისი (ფილადელფია) – 31. რთული დასაჯერებელია, მაგრამ მას ამდენს უხდიან.

17.კაირი ირვინგი (ბრუკლინი) – 31.7. ახალი სეზონი ახალი გამოწვევით.

16. მაიკ კონლი (იუტა)32.5. ჯაზი აქცენტს ამ სეზონზე და მაიკზე აკეთებს.

15. გორდონ ჰიუვორდი (ბოსტონი)32.7. ფეხი კარგად არის. ბოსტონი?

14. კემბა უოკერი (ბოსტონი)32.7. მან იცის, რომ მას იქ ყველა ენდობა.

13. ჯიმი ბატლერი (მაიამი)32.7. კონფლიქტების ლეგენდა ფლორიდაში მივიდა.

12. კლეი ტომფსონი (გოლდენ სტეიტი)32.7. ჰიტმენი ჯერ დაისვენებს.

11. კავაი ლეონარდი (კლიპერსი)32.7. მან იცის, როდის უნდა მოუმატოს. MVP.