ყარაბაღის მწვრთნელი: ეს პროვოკაცია და ლაჩრობაა (+VIDEO)

აზერბაიჯანულმა ყარაბაღმა უეფაში იჩივლა. ყარაბაღმა ევროპა ლიგის შეხვედრაში სტუმრად 4:1 მოუგო დუდელანჟს. 33–ე წუთი იყო, სტუმრებმა მეორე გოლი გაიტანეს და ამ დროს სტადიონზე სომხურდროშიანი დრონი ააფრინეს...

ბუნებრივია, ყარაბაღის ფეხბურთელები ძალიან გაბრაზდნენ. მწვრთნელმა გურბან გურბანოვმა ისინი მოედნიდან გამოიყვამა და თამაში დაახლოებით 18 წუთით შეწყდა. თანაც, აზერბაიჯანელი ქომაგები გამწარდნენ, მოედანზე გადახტნენ და პოლიციასთან მცირე შეტაკება მოუხდათ.

 

„ვინც ეს გააკეთა, იცოდეს რომ პროვოკაცია და ლაჩრობაა. საერთოდ, სპორტში ამგვარი პოლიტიკური თემების წინააღმდეგი ვარ. მსგავსი პროვოკაცია პირველი არაა. ვამაყობ, რომ აზერბაიჯანელი ვარ; რომ ყარაბაღს ვწვრთნი; რომ ასეთი გუნდი მყავს და რომ პროვოაციას დიდი ანგარიშით მოგებით ვუპასუხეთ“.  

 

ლუქსემბურგის სპორტის მინისტრმა დენ კერშმა ბოდიში მოიხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ამგვარი პროვოკაცია მოხდა.