ვრცლად!.. სად ითამაშებენ ქართული გუნდები?

უეფამ ახალი საკლუბო ევროტურნირის პროექტი დაამტკიცა. კონფერენციის ლიგა 2021/2022 წლების სეზონიდან დაიწყება, ანუ ორი წლის შემდეგ. უფრო გასაგები რომ იყოს, ჩემპიონთა ლიგაში ფაქტიურად არაფერი იცვლება, მაგრამ აი, ევროპა ლიგას გადაეკვეთება ახალი ტურნირი.

მოკლედ, სამი ტურნირი იქნება და სამივე 32–გუნდიანი ჯგუფური ეტაპით. კონფერენციის ლიგა ფინანსური და პრესტიჟული კუთხით მესამე (ანუ ბოლო) იქნება. ამ ლიგის მოგებული ავტომატურად ითამაშებს ევროპა ლიგაზე.

 

კონფერენციის ლიგაში სამი ქართული გუნდი ითამაშებს, ხოლო ევროპა ლიგაში – არცერთი.   იმისთვის, რომ ევროპა ლიგაზე ქართველებმა ევროპა ლიგაზე გადაინაცვლონ, 31–ე ადგილამდე უნდა ავიდნენ უეფას რეიტინგში. ეს კი დღევანდელი მონაცემებით არარეალურია, რადგან ამჟამად საქართველო 44–ე პოზიციაზეა.  

 

ასეა: უეფას რეიტინგში 32–დან 50–მდე მყოფი ქვეყნები 3–3 გუნდს გაიყვანენ კონფერენციის  ლიგაში, 51–55 ადგილებზე მყოფი ქვეყნები კი – 2–2 გუნდს. ჯამში ეს შეადგენს 67 კლუბს. მათ საკვალიფიკაციოებზე ეტაპ–ეტაპ დაემატებიან ჩემპიონთა ლიგიდან და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოდან გავარდნილები.

 

კონფერენციის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ ვერავინ გავა. საკვალიფიკაციოები იქნება გასავლელი... სხვათა შორის, ჯერ დამტკიცებული არაა, მაგრამ წინასწარი პროექტით, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციოდან გავარდნილი გუნდები არა ევროპა ლიგაზე, არამედ პირდაპირ კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაეშვებიან. აი, მაგალითად შარშან ქუთაისის ტორპედო რომ გავარდა შერიფთან და ევროპაზე გადაერთო, ასე აღარ იქნება: კონფერენციის ლიგისკენ დაეშვება. აი, ჩემპ ლიგის მეორე ეტაპზე თუ გავარდება (როგორც წლეულს საბურთალო), მაშინ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზე გადავა.    

 

კონფერენციის ლიგას პრესტიჟი რომ აეწიოს, უეფამ იქ ჩასვა ტოპ–5 ლიგის თითო გუნდიც, ოღონდ ჩემპიონატში მეექვსე–მეშვიდეზე გასულები გავლენ. ასევე, რეიტინგში 6–15 ადგილებზე მყოფი ქვეყნების 2–2 გუნდიც. თუმცა პირდაპირ ვერც ისინი გავლენ ჯგუფში, ეღთი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა დასჭირდებათ.   

 

ერთიც:  უეფას საკვალიფიკაციოს ბადე ჯერ არ დაუმტკიცებია, ეს წინასწარი მონახაზია.    

 

გახსოვთ ინტერტოტოს თასი, რომელიც 1995–2008 წლებში ტარდებოდა? ოღონდ მხოლოდ ზაფხულობით იმართებოდა. რანგით ბოლო ევროსარბიელი იყო.  რამდენიმე ეტაპის გავლის მერე, გუნდები უეფას თასზე (ახლანდელი ევროპა ლიგა) გადადიოდნენ. ინტერტოტოზე იუვენტუსს, ვალენსიას, ბილბაოს, ვილიარეალს, შალკეს, პსჟ–ს, მარსელს, ნიუკასლს, ბორდოს და ასეთ სახელიან კლუბებს უთამაშიათ, მაგრამ ხშირად მეორე შემადგენლობით გამოდიოდნენ.