ზიდანი: კურტუას გარანტირებული არაფერი აქვს...

„სამართლიანია თუ არა, ყველაფერი ისეა, როგორც არის"

ტიბო კურტუას ბრიუგესთან მატჩის შემდეგ კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა. საერთოდ, მიმდინარე სეზონში მადრიდელებმა ამ სეზონში 11 გოლი გაუშვეს, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბელგიელს აქედან 10-ჯერ საჯარიმო მოედნიდან დაურტყეს...

 

მადრიდელთა ზოგიერთი გულშემატკივარი მიიჩნევს, რომ კარს არეოლა უნდა იცავდეს

 

„სამართლიანია თუ არა, ყველაფერი ისეა, როგორც არის.

 

კურტუამ იცის, რომ ბრიუგესთან მიღებული შედეგი კონკრეტულად ვინმეს ბრალი არ არის. ის ძლიერი ბიჭია.

 

პრესაში მეკარის პოზიციასთან დაკავშირებით ყოველთვისაა კამათი. ეს ჟურნალისტების საქმეა, მე კი ჩემი მაქვს.

 

ბრიუგესთან ტიბო იმის გამო შევცვალე, რომ მუცელი აწუხებდა“, - თქვა ზიდანმა

 

როდესაც ფრანგს ჰკითხეს, თუ ვინ არის პირველი მეკარე, ასე უპასუხა

 

„ჩვენთან გარანტირებული არავის არაფერი აქვს. 25 ფეხბურთელი მყავს და შანსს ყველას მივცემ“