კლოპი: თუ ლივერპული ასეთ რამეს გააკეთებს, წავალ...

რამ გააბრაზა კლოპო

იურგენ კლოპის თქმით, ის კლუბს აუცილებლად დატოვებს, თუ ისეთ რამეს გაუკეთებენ, რაც ზალცბურგის მწვრთნელს, ჯესი მარშს დაემართა.

 

საქმე იმაშია, რომ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, სადაც ლივერპული ზალცბურგს პირველი ნახევრის შემდეგ 3:1 ამარცხებდა, ავსტრიელთა მთავარი მწვრთნელის სიტყვით გამოსვლის ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ის მისი ფეხბურთელების მოტივირებას ცდილობს. როგორც ჩანს, კლოპი ასეთი ტიპის პიარის მიმართ ტოლერანტული არ არის

 

„თუ ლივერპული ასეთ სიტუაციაში გადაღებულ ვიდეოს გამოიტანს, გუნდიდან წავალ“, - თქვა კლოპმა.

 

არადა, მარშის სიტყვა იმდენად შთამაგონებელი გამოდგა, რომ ზალცბურგის ფეხბურთელებმა ანგარიში 3:3 გახადეს და რომ არა სალაჰის გოლი, ენფილდიდან ქულასაც წამოიღებდნენ.