ევროლიგა. I ტურის სიმბოლური ხუთეული

თორნიკე შენგელია 13 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება.

ევროლიგა. I ტურის სიმბოლური ხუთეული

საინტერესო ჩეხვები, რამდენიმე მკვლელი დებიუტი ახალ გუნდში და თორნიკე შენგელიას დომინაცია - ევროლიგა გაიხსნა, ევროლიგამ აკრიფა.

I ტურის სიმბოლური ჩამოვყაროთ.

მაიკ ჯეიმსი (ცსკა)20 ქულა, 5 პასი, 2 მოხსნა. რუსული მანქანა ვალენსიაში იყო დაუნდობელი (96:71) და ჯეიმსმა დაგლიჯა. დომინაცია შეტევაში, აკურატული დაცვა და ეფექტური თამაში ერთი-ერთზე. ცსკამ ძალიან ძლიერი შემტევი დაირტყა.

ფაკუნდო კამპაცო (რეალი)14 ქულა, 8 პასი, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა. ფენერბახჩესთან პრინციპულ გასაუბრებაში (81:77) არგენტინელმა საქმეს მიხედა. კამპაცოს არაჩვეულებრივი სეზონი ექნება. კამპაცო რეალისთვის შეუცვლელი პერსონაჟია. კამპაცომ დაიწყო.

ენტონი გილი (ხიმკი)18 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი. რუსულმა კლუბმა ბევრი ვარსკვლავი დაიმატა და მათ ფონზე, გილის გამორჩევა ორმაგად დასაფასებელია. 3/3 ზუსტი სამიანი, იდეალური დაცვა და ხიმკიმ საკუთარ დარბაზში კარგი მაკაბი 89:83 გააჩერა. ბრავო.

ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა)24 ქულა, 4 მოხსნა, 2 დაფარება. NBA-დან ესპანეთში დაბრუნება ნიკოლამ ეფექტური სტატისტიკით აღნიშნა. ბარსელონამ ეფესს სტამბოლში აარტრყა (74:64) და მიროტიჩი იყო ამ წამების ყველაზე ცივსისხლიანი ინკვიზიტორი.

ტონი ჯეკირი (ვილერბანი)13 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა. ფრანგული კლუბი ფლეი ოფში ვერ შევა, მაგრამ ტურნირის ეფექტური მოგებით (82:63 ოლიმპიაკოსთან) დაწყება ასწორებს. ნიგერიელი ცენტრი ამ მოგების ერთ-ერთი შემოქმედი გახდა. მონსტრი.

* * * * * *

 

თორნიკე შენგელია (ბასკონია)13 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება, 7/6 ზუსტი საშუალო სროლა. თოკო გუნდს ჟალგირისთან გასვლაზე 70:58 მოგებაში დაეხმარა. დაგლიჯა.