სუპერმაიკი

ძალიან კარგი სვლა, რომელიც ცსკა-ს ბევრ მოგებას მოუტანს.

MVP - მაიკ ჯეიმსი (ცსკა)

ევროლიგა. I ტურის საუკეთესო მოთამაშე

ცსკა-მ ვერ შეინარჩუნა რამდენიმე ვარსკვლავი და რუსულმა მანქანამ გარისკა, როდესაც ერთი წლით ევროლიგის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე, ამერიკელი მაიკ ჯეიმსი გაშანსა. ცსკა გუნდურად აზროვნებს და მაიკი თავისი თავის კაცია.

ჯეიმსი ერთი-ერთზე ძალიან მაგარია. ჯეიმსი ქუჩურ კალათბურთს ყომარობს. ჯეიმსი გენიალურია შესვლების დროს და ჯეიმსი არ არის კარგი დამცველი.

პირველ ჩეხვაში, ვალენსიასთან ამერიკელმა დაგლიჯა.

იდეალური სროლა - 6/6 ორიანი და 1/1 სამიანი. მაიკმა სტარტზე ბევრი საჯარიმო გააფუჭა, მაგრამ ჯეიმსის დომინაცია ამ ფაქტორმაც ვერ გადაფარა.

მაიკმა თამაში 20 ქულით, 5 პასით დახურა. მასზე 6 ფოლი აიღეს და ჯეიმსმა შევხედრა მხოლოდ 1 პერსონალურით დაამთავრა.

მაიკმა ეს კოლექცია არასრულ 20 წუთში შეაგროვა.

ძალიან კარგი სვლა, რომელიც ცსკა-ს ბევრ მოგებას მოუტანს.

ბრავო, მაიკ!