ლებრონი ლივერპულის ფანია!

ლივერპულს ევროპაში სოლიდური ფან-ბაზა აქვს.

ლებრონ ჯეიმსი ლივერპულს დაეხმარება.

ლეიკერსის ვარსკვლავი ლივერპულის აქციების მფლობელია და ამერიკაში ამ კლუბის რეიტინგის მომატებაზე იზრუნებს.

ლივერპული გააფორმებს ხელშეკრულებას იმ კომპანიასთან, რომელიც ლებრონს წარმოადგენს. ლებრონთან ერთად ამ აქციაში მიიღებს მონაწილეობას ლეგენდარული სერენა უილიამსიც. ატრიბუტიკის გაყიდვაში ჯეიმსის მეგობარი დუეინ უეიდიც დაიტვირთება.

ლივერპულს ევროპაში სოლიდური ფან-ბაზა აქვს.

და, ლივერპული ამერიკაშიც პოპულარული გახდება. ლებრონთან ერთად ეს გარდაუვალია.

„დიდი კლუბი. დიდი ტრადიციებით. თუ შევძლებ და დავეხმარები, ბედნიერი ვიქნები. დრო ჩვენზე იმუშავებს. დიდი მადლობა სერენას და დუეინს დახმარებისთვის. ერთად ჩვენ ბევრს შევძლებთ“, - ამბობს მისტერ ჯეიმსი.

არის ვარიანტი, რომ ლივერპული ლეიკერსთან ერთად „ჩემპიონები“-ს აქციაში ჩაერთოს, რომელშიც ლებრონი და კობი ბრაიანტი დაიტვირთებიან.

ეს მეგობრობა ლივერპულს ამერიკაში მაგრად გაქაჩავს.